USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა, მსჯავრდებულის ადვოკატი თვლის, რომ ახალდანიშნულმა მოსამართლემ პირველი პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა
თარიღი:  751

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი, მას პროცედურულად დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამოცხადებულა.

37 წლის ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ახალდანიშნულმა მოსამართლემ თავისი პირველი პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა, - ასე შეაფასა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება არის არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული, არამედ, მორალური.

„ის გავლენის ქვეშ მოექცა, ვინაიდან გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით მხოლოდ მორალური თვალსაზრისით მიიღო და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი უკანონოა და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ეს განაჩენი უკანონოა გენდერის, განსაკუთრებული სისასტიკის ნაწილში და ასევე სისტემატური ცემის ნაწილშიც. იგივე არგუმენტაცია მექნება სააპელაციო სასამართლოშიც. უდავო მტკიცებულებით დასტურდებოდა ის, რომ ბექა ჯაიანს უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდა კესარია აბრამიძის გენდერული იდენტობის მიმართ. განსაკუთრებულ სისასტიკესთან დაკავშირებით არგუმენტი ის იყო, რომ მრავალი ჭრილობა ავტომატურად სისასტიკეს არ ნიშნავს და ეს სუბიექტური კრიტერიუმებით გამოირიცხებოდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ეს მოსამართლის გამოუცდელობას უსვამს ხაზს, ახლახან არის დანიშნული და ვფიქრობ, ის გავლენის ქვეშ მოექცა",- განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის