USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კელი დეგნანი: საქართველოს ჰყავს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური აღდგენის კუთხით
თარიღი:  815

ადრეულ ეტაპზე მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება გამოწვევასთან ბრძოლაში, რაც არის ნიშანი, რომ საქართველოს ჰყავს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური აღდგენის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის დროს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ქვეყნისთვის უჩვეულო ვითარება ეფექტიანად მართა. ელჩმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესახებ:„არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მესამე სექტორის შეფასებითაც, საქართველოს ხელისუფლების არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. თქვენ მას შეხვდით. თქვენი აზრით, რამდენად აინტერესებს მას დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში და აქამდე თუ განხილულა მის მიმართ რაიმე სახის სანქციების ამოქმედება აშშ-ში?“.

„ეს შეკითხვა ალბათ თავად ბატონ ივანიშვილს უნდა დაუსვათ. მას იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მის ნაცვლად გაგცეთ პასუხი. თუმცა, მინდა, გითხრათ მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრების შესახებ, ვისაც მე შევხვდი – მათ ნამდვილად გამოიჩინეს საქართველოს მიმართ ერთგულება. პანდემიის პერიოდში კარგად ვნახეთ, როგორ ეფექტიანად მართეს უპრეცედენტო საგანგებო სიტუაცია, რისთვისაც არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად. არავინ იცოდა, რა იყო სწორი, რა უნდა გაეკეთებინათ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ჩემმა ქვეყანამაც, სხვა მიდგომა აირჩია. თუმცა ვნახეთ, რომ საქართველოს მიერ ადრეულ ეტაპზე მიღებულმა მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ გყავთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური აღდგენის კუთხით.

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ერთობა, გაერთიანება, რათა ეს გამოწვევა ერთობლივად გადაილახოს. მოხარული ვარ, რომ ჩემი ვიზიტის განმავლობაში სვანეთსა და ბათუმში ბევრი ქართველი ვიხილე, ვინც სტუმრობს საკუთარი ქვეყნის რეგიონებს და ამით მხარს უჭერს მცირე, თუ დიდ სასტუმროებსა და რესტორნებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის