USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კელი დეგნანი: საქართველო რუსეთის სამიზნეა
თარიღი:  1490

საქართველოში საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია რუსეთიდან მომდინარე რისკებისა და საფრთხეების შესახებ და იციან, რას შეიძლება, ელოდონ მისგან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსეთის სამხედრო წვრთნებს და საარჩევნო პერიოდში შესაძლო პროვოკაციებს შეეხებოდა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ქვეყანაში საუბრობენ რუსეთის მხრიდან მათი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ. ელჩის განცხადებით, საქართველო ამ მხრივ რუსეთის სამიზნეა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ახალ ამბებს ვკითხულობ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევებზე სხვადასხვა ქვეყნის საკითხებში, მაგალითად, ამერიკის არჩევნები, ბრიტანეთში - „ბრექსითთან“ დაკავშირებით, ასევე შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, გარკვეულწილად რუსეთმა ჩამოაყალიბა სქემა ამ მიმართულებით მუშაობის და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკებისა და საფრთხეების თაობაზე და მათ იციან, რას შეიძლება ელოდნენ რუსეთისგან. აშშ ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც ეხმარება მოსახლეობას იმაში, რომ შეძლონ გაარჩიონ დეზინფორმაცია ნამდვილი ფაქტებისგან, იქნება ეს ახალი ამბების კითხვისას, თუ სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის კუთხით, რადგან ასეთი ტიპის დეზინფორმაცია ყოველთვის მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და დაბნეულობის შეტანისკენ. ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში“, - განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ქვეყანაში საუბრობენ რუსეთის მხრიდან მათი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ. ელჩის განცხადებით, საქართველო ამ მხრივ რუსეთის სამიზნეა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ახალ ამბებს ვკითხულობ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევებზე სხვადასხვა ქვეყნის საკითხებში, მაგალითად, ამერიკის არჩევნები, ბრიტანეთში - „ბრექსითთან“ დაკავშირებით, ასევე შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, გარკვეულწილად რუსეთმა ჩამოაყალიბა სქემა ამ მიმართულებით მუშაობის და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკებისა და საფრთხეების თაობაზე და მათ იციან, რას შეიძლება ელოდნენ რუსეთისგან. აშშ ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც ეხმარება მოსახლეობას იმაში, რომ შეძლონ გაარჩიონ დეზინფორმაცია ნამდვილი ფაქტებისგან, იქნება ეს ახალი ამბების კითხვისას, თუ სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის კუთხით, რადგან ასეთი ტიპის დეზინფორმაცია ყოველთვის მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და დაბნეულობის შეტანისკენ. ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში“, - განაცხადა დეგნანმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის