USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
კელი დეგნანი - იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა მოსამართლეების კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს პროცესი
თარიღი:  588

საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ, -განუცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი ვიდრე სასამართლო სისტემის რეფორმა სრულად არ განხორციელდება.

„საქართველოს მეგობრები, საეთაშორისო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევის მიღწევაში. ასე, რომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ასევე სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას. ახლა ჯერი იმაზეა, რომ ის ვალდებულებები, რაც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში, შესრულდეს. ამ საკითხზე პარლამენტის და ასევე, „ქართული ოცნების“ თავმდომარესთან შეხვედრები მქონდა.

19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კარად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს უვადოდ მოსამართლეების განწესების დროებით შეჩერებას მანამ, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო დებატები სასამართლოს რეფორმაზე. 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ძალიან ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა, ეს დღემდე არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს რეფორმის თაობაზე დისკუსია და მსჯელობა იყოს ინკულუზიური პროცესი. ზუსტად ეს გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

თავის განცხადებაში კონგრესმენმა შაჰინმა და ჯონსონმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის. სწორედ ამ მხარდაჭერას ვუწევდით საქართველოს ბოლო 25 წლის მანძილზე და ჩვენ ახლაც მზად ვართ იგივე გავაგრძელოთ“,-განაცხადა დეგნანმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის