USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კელი დეგნანი - ერთადერთი, რაც პროცესს აკლია, ეს გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს
თარიღი:  906

ერთადერთი, რაც პროცესს აკლია, ეს გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს საზოგადოებაში და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც დეგნანი განმარტავს, 19 აპრილის შეთანხმება იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ასახავს, რომელიც ქვეყანამ, საკუთარი დემოკრატიისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად უნდა გადადგას.

„მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერების და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, ეს გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს საზოგადოებაში და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დეგნანმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის