USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია - მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება, გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა
თარიღი:  1180
„მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება, გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა.
 
არ ვიცი, მაქვს თუ არა საბჭოთა ხელისუფლების თვალსაზრისით რაიმე მოქალაქეობრივი უფლება, მაგრამ ის კი ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ თვითონ... არ ვერევით სახელმწიფო წყობილების და მარ­თვა­-გამგეობის საქმეში, მთავრობის უარყოფა და წინააღმდეგობაში და სხვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვსთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამართლობას..., ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს და, საზოგადოდ, არ ვიტვირთოთ ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა და მისი მწუხარების სა­განი არ ვამცნოთ ქვეყანას...
 
 როგორც სარწმუნოებრივი, ისე ისტორიული მაგა­ლითები მაძლევდნენ მე უფლებას ხმის ამოღებისას.
 
 არა, ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა, და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა – პასუხისმგებლად ღვთის, ეკლე­სიისა და ერის წინაშე...
 
 გეკითხებით თქვენ, ვიყავი მოვალე ამომეღო ხმა, თუ არა? როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდება, ნუთუ გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ ის თავისთავად ჩაქრება?
 
 მე ვფიქრობ და, იმედი მაქვს, თქვენც დამეთანხმებით, რომ თუ ვხედა­ვდი ხალხის ეროვნულად მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი, ხმა ამომეღო, ხოლო ახლა ამ მოვა­ლეობის ასრულებისათვის ვსდგევარ საქართველოს უზენაეს ეროვნულ სასამართლოს წინაშე, რომელიც მასამართლებს, როგორც დამნაშავეს...
 
ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქ­მედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა
აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები...
 
 მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და... როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოები­სათვის ტანჯვის მიღება, ეგრეთვე, ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიურ ეკლესიისა და ერის თა­ვისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის.“
კათოლიკოს­-პატრიარქ ამ­ბროსი ხელაიას 1924 წლის 17 მარტის სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვიდან.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის