USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
კატარის დედაქალაქ დოჰაში საერთაშორისო გამოფენაში Agriteq 2022 ქართული კომპანიები იღებენ მონაწილეობას
თარიღი:  1055
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Agriteq 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა.

საერთაშორისო გამოფენაში თხუთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს: „აგროქიზიყი“, „აგროლეინი“, „ანიგოზა“, NUTS.GE, „კერკი“, „გეო ნატურალი“, „გორჯი“, „ჯეო ორგანიკი“, „აუგუსტი“, „კამპა“, „სნო“, „კობი“, „ალალი“, „ზეთისხილი“. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ვაშლი, კაკალი, მოცვი, მშრალი ხილი, ზეთისხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები და სხვა.

მთავარი 222222222222222222222

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირება.

„ქალაქ დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის შესაძლებლობა ქართული აგროპროდუქციის მწარმოებლებისთვის, მოახდინონ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის ექსპორტი. ამ მიმართულებით მთავრობის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გალფის ქვეყნებში, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით ეს ეხება კატარსა და საუდის არაბეთს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ, ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდეს.

აღსანიშნავია, რომ, გამოფენის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელებთან.

3333333333333333333333333333333333333

გამოფენის გახსნის ღონისძიებას, მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კატარის სახელმწიფოში, ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა. მისი განცხადებით, საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და სავაჭრო ცენტრებთან თანამშრომლობით, დაახლოებით, ათობით ქართული კომპანიის 50-მდე სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქცია განთავსდა კატარის სავაჭრო დახლებზე. ჩვენი კომპანიების აქ ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გამოფენას ესწრება ყურის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნიდან საუდის არაბეთიდან, საემიროებიდან, ბაჰრეინიდან, ომანიდან, დაახლოებით, 500-მდე სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიის და სავაჭრო ქსელის წარმომადგენელი, რაც კარგი შესაძლებლობაა ჩვენი კომპანიებისთვის მათთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.

Agriteq რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. Agriteq 2022 წლის 14 მარტს დასრულდება.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის