USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
კათალიკოზ-პატრიარქი კალისტრატეს წერილი საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს
дата:  
საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს
დიდად პატივცემულო მოქალაქე კანდიდ ნესტორის ძევ, რევოლუციამდე საქართველოში მოქმედი იყო 1500-ზე მეტი ეკლესია. ამჟამად მოქმედ ეკლესიათა რაოდენობა არის 15...
დახურულ ეკლესიათა შორის არის მსოფლიოში სახელგანთქმული მცხეთის "სვეტიცხოველიც", რომელიც ცნობილია არა მარტო იმით, რომ იშვიათი ისტორიული ძეგლია, არამედ უმთავრესად მით, რომ ის არის ქართველი ერის აკვანი და ემბაზი. ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ურყევი ტრადიციით. საქართველოს ეკლესიის მამადმთავრის, კათოლიკოს-აპტრიარქის კურთხევა უეჭველად უნდა მოხდეს სვეტიცხოველში. ამის გამო ხსენებული ტაძრის არამოქმედ ეკლესიად გადაქცევა პირდაპირი ნაბიჯია ათასხუთასწლოვანი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებისათვის, რაც ერთის მხრით საბაბს მისცემს ჩვენს მტერ-მოყვრებს ახმაურდნენ ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ, ხოლო მეორე არასასიამოვნოდ დარჩება ჩვენს ხალხსაც, მიუხედავად მისი შვილების რწმენის სხვაობისა, თუ ურწმუნოებისა, ეკლესიის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი ბოძია თვით ერის დამოუკიდებლობისა. ეს შეგნება იყო მიზეზი იმისა, რომ დიდმპყრობელურმა რუსეთის სინოდმა ასი წლის განმავლობაში მრავალფეროვანი ძალადობით ერთი წუთითაც ვერ დაგვავიწყა კათოლიკოს-პატრიარქის ფუნქციების შეჩერება. ახლა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალობა ჩვენვე გავაუქმოთ მისთვის, რომ მცხეთის რაიონის მესვეურთ დასჭირდათ ეპისკოპოსის ბედშავი ოთახი?..
ვფიქრობთ, სანამ საბჭოთა კავშირში მოქმედებს დიდი სტალინის ბრწყინვალე კონსტიტუცია და არსებობს რწმენისა და ღვთისმსახურების შესრულების თავისუფლება ქართველობაშიც უნდა დარჩეს მშობელი ეკლესიის მიერ გამომუშავებული თავისებურება, მათ შორის საქართველოს ეკლესიის მეთაურის, კათალიკოზ-პატრიარქის სვეტიცხოველში კურთხევის წესიც. ნათქვამიდან ცხადია, რომ სვეტიცხოვლის მოქმედ თუ არამოქმედ ტაძრად გამოცხადებას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც და საკითხი ამის შესახებ, თუ დღესდღეობით ყველასთვის არ არის საგრძნობი მწვავედ წამოიჭრება მოხუც (75 წ.) კათალიკოზ-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეთ საჭიროა, რომ სანამ სვეტიცხოვლის დახურვის ამბავი არ გახმაურებულა, მისი გახსნა, მით უმეტეს, რომ იგი დაიხურა ადმინისტრაციული წესით.
1941 წლის 13 ივნისს დაიბარეს სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილე, ეპისკოპოსი ტარასი კანდელაკი და უბრძანეს 48 საათის განმავლობაში ბინა გაათავისუფლე და ტაძრის გასაღები ჩაგვაბარეო, რაც ისეთი სისასტიკით იქნა შესრულებული, რომ გამოძევებულმა ტაძრიდან საკუთარი ნივთების გამოტანის ნებართვაც ვერ მიიღო. შესაძლებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტაძრის დახურვის მიზეზად ეხლა დაასახელოს გადასახადის შეუტანლობა, მაგრამ ეს სწორი არ იქნება, სანამ მცხეთა თბილისის გარეუბნის რაიონში შედიოდა არც სვეტიცხოველს და არც მის ღვთისმსახურებით არ ბეგრავდნენ ითვალისწინებდნენ რა სვეტიცხოვლის მნიშვნელობას, მის უკიდურეს სიღარიბეს და იმ გარემოებას, რომ ამ დიდმნიშვნელოვან ძეგლისა და მის ფართო ეზოს უსასყიდლოდ უვლიდა ეკლესიის კრებული, რის გამოც მცხეთის რაისაბჭოს არ უხდებოდა წლიურად 600-700 მანეთის გაღება. წელს კი დატოვეს რა ყურადღების გარეშე სვეტიცხოვლის მნიშვნელობა და მის მსახურთა ღვაწლი ტაძრის მიმართ, ისინი დაბეგრეს და წინა წლების გადასახადებიც ზედ მიამატეს. თავისთავად ცხადია სამას თუმნიან შემოსავლიდან სვეტიცხოველი წლიურად 9741 მანეთს ვერასოდეს ვერ გადაიხდის. საქმის ასეთი ვითარების გამო მივმართე პირადი თხოვნით და სათანადო განმარტებით საქართველოს სსრ ფინსახკომს, რომელმაც მომისმინა რა გულდასმით ბრძანა: "მოითმინეთ, მოვიფიქროთო." ამის შემდეგ ადგილობრივ ფინინსპექციას სვეტიცხოვლისათვის გადასახადი აღარ მოუთხოვნია. მაგრამ ახლა მცხეთის ადმინისტრაციის აჩქარებულმა მოქმედებამ ხელი შეუშალა ფინსახკომის დაპირების განხორციელებას. მოგახსენებთ რა ზემოაღნიშნულს მოკრძალებით გთხოვთ ინებოთ, გამონაკლისის სახით შემდეგი განკარგულება: 1. ჩაითვალოს სვეტიცხოვლის შრომა და ღვაწლი ტაძრის მოვლა-პატრონობისათვის შეწერილ გადასახადის ანგარიშში; 2. მიღებულ იქნას ამის დამატებად, რასაც კი ეკლესია შეძლებს 1000-1200 მანეთი წლიურად; 3. დაუყოვნებლივ გახსნილ იქნას სვეტიცხოველი; 4. დაუბრუნდეს ეპისკოპოს ტარასის მისი ყოფილი ბინა. სვეტიცხოვლის ეზოში, რათა ის სასყიდლის მიუღებლად შეუდგეს უპატრონოდ დარჩენილ ჭაღარათშემოსილ ძეგლისა და მის ავლადიდების ჩვეულებრივი გულმოდგინებით მოვლას; 5. ჩამოეწეროს მას (ტარასი ეპისკოპოსს) 1939 და 1940 წლის გადასახადები.
სრულიად საქართველოს
კათალიკოზ-პატრიარქი კალისტრატე
1941 წ. 15 ივნისი.( ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კალისტრატე ცინცაძის ფ.77)
Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати