USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კარლ ჰარცელი - გავაგრძელებთ დიალოგს სხვადასხვა მხარესთან
თარიღი:  1284

ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას, რომ ვნახოთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების პროცესი , „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

ელჩის თქმით, აღნიშნული შეფასების გაკეთება მისთვის ჯერ ადრეა.

„ჩემთვის ძალიან ადრეა ამ შეფასების გაკეთება. მე მოვისმინე განცხადება, ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს გავსაუბრებოდი ამ საღამოს და ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ დისკუსიას, რომ ვნახოთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს სხვადასხვა მხარესთან, რომ გავიგოთ როგორია ვითარება“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის