USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს
თარიღი:  582

კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრადიციის თანახმად, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს, დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში საარჩევნო უბანი შუაღამისას გაიხსნა და დაიხურა.

სულ, დასახლებაში ხმა ექვსმა ამომრჩეველმა მისცა. ოთხმა „რესპუბლიკელმა“ და ორმა „დამოუკიდებელმა“. „დემოკრატიული პარტიისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა სამ-სამი ხმა მიიღეს.

ცნობისთვის, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დასახლების ხუთმა ამომრჩეველმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მხარი ერთხმად დაუჭირა. 2016 წელს ჰილარი კლინტონმა შვიდიდან ოთხი ხმა მიიღო. მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებულ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში ექვსივე ამომრჩეველმა ხმა სამხრეთ კაროლინას ყოფილ გუბერნატორს, ნიკი ჰეილის მისცა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის