USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
თარიღი:  1382

აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს.

„ყველამ მოუსმინა ამ საუბარს? ეს ნამდვილად სასოწარკვეთილების ხმა იყო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უხეში და თავხედი ფაქტი. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი შტატის მდივანს, არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს, ჯორჯიის შტატში, რომელმაც მხარი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს დაუჭირა, ეს დემოკრატიაზე პირდაპირი თავდასხმაა“, - განაცხადა ჰარისმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს მისი გამარჯვების დასამტკიცებლად საკმარისი რაოდენობის ბიულეტენის „პოვნა” მოსთხოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი დონალდ ტრამპსა და ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს, 11 780 ბიულეტენის პოვნაა, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი სატელეფონო საუბარში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის