USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
კალაძე- ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება
дата:  386

ნაძალადევში, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზღვისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N22 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ამორტიზებული ინფრასტრუქტურის სადემონტაჟო სამუშაოები.

„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება. მოეწყობა ე.წ. სტრიტ ბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ადგილმონაცვლეობის გზით, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

„აღსანიშნავია, რომ ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, იყო კერძო საკუთრებაში, თუმცა ჩვენ, მესაკუთრესთან მოლაპარაკებითა და ადგილმონაცვლეობის გზით, მიწის ნაკვეთი მოსახლეობას დავუბრუნეთ. ზღვისუბნის დასახლების ამ კვარტალში მსგავსი ფართობის სხვა რეკრეაციული სივრცე არ არსებობს. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати