USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
კახი კალაძე - სააკაშვილი ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა
თარიღი:  931

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს ჩამოყალიბებას ურჩევს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს.

„ჯერ ერთი, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ უშლის, შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა“, - განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის