2 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 242 მილიონ ლარს აღწევს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, კახეთში 232 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა: 158 ათასი ტონა რქაწითელი, 61,4 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„მოსავლის დაბინავება კახეთში შეუფერხებლად გრძელდება, ყოველდღიური გადამუშავება 5-6 ათასი ტონის ფარგლებშია. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში - 70 ათასი ტონა, კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი - 56 ათასი ტონა, თელავი - 36,7 ათასი ტონა, სიღნაღი - 20 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 16 ათასი ტონა, საგარეჯო- 12 ათასი ტონა, ახმეტა - 10 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 7,3 ათასი ტონა. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 180 საწარმო იყო ჩართული. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია - 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.