USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
კახეთში კაცს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა, რასაც მისი მეგობარი ემსხვერპლა
дата:  373

კახეთში უბედურ შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, გ. კ ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მის მეგობარს სანადირო თოფიდან ტყვია შემთხვევით გაუვარდა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

мир
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати