USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
თარიღი:  581

კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოხდა.

კაცი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილს, ის საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის