„მჯერა რომ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თითოეული ჩვენგანი, საზოგადოების ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს და განსხვავებულ ხედვებს ქვეყნის სასიკეთოდ დავაახლოვებთ. მე ამის იმედი მაქვს. გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად, დღეს იდეების კონსოლიდირება და შინარსობრივი ოპონირება გვჭირდება ნაცვლად უშინაარსო კრიტიკისა, - განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.
„ჩვენ უნდა დავდოთ რეალური შედეგები. ამას ელოდება ჩვენგან საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გვექნება ნაყოფიერი და საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება, ამის თქმის საშუალებას მაძლევს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც საამისოდ, ვფიქრობ, სრული პოტენციალი აქვს. სრულფასოვანი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა და 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი და სრულფასოვანი შესრულება. ეს ჩვენი, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის საერთო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ინსტიტუტი, იღებს პასუხისმგებლობას, შემუშავდეს ისეთი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოში კიდევ უფრო უკეთეს დემოკრატიულ გარემოს, გაძლიერებულ საპარლამენტო ზედამხედველობას, ძლიერ, ქმედით, ინკლუზიურ და ღია პარლამენტს. ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში გაიზარდოს საზოგადოების, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა კანონმდებელმა დაიჭირა. 6-მა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.