USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
კახა კალაძის განცხადებით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად დედაქალაქი ურბანული თვალსაზრისით
Date:  1253

თბილისის მერი კახა კალაძე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად დედაქალაქი ურბანული თვალსაზრისით.

„2017 წელს, როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ქალაქი ურბანულად სწორად განვითარდებოდა. შესაბამისად, მთელი რიგი რეგულაციები მივიღეთ ამ მიმართულებით და შედეგიც სახეზე გვაქვს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით სწორად კონკრეტული არეალები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული მწვანე სივრცეები და მომავალში აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ დასვენების, განტვირთვის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც თითოეული ინვესტიცია მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორს ხელშეწყობა სჭირდება.

„მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას და მის დამფუძნებლებს. თქვენ იცით, რომ პანდემიის თვალსაზრისით, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში არ არის სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, თითოეული ლარის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სამშენებლო სექტორი არის ის დარგი, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და რა თქმა უნდა,   ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდება. ჩვენი, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელსუფლების მხრიდან ამისთვის არის სრული მზადყოფნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა. პროექტის ჯამურმა განაშენიანებამ 20 ჰექტარი მოიცვა. თანამედროვე დაგეგმარებისა და უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია ყველა ტიპის სპორტული სახეობა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი აქტივობები. პროექტის 70% რეკრეაციული სივრცეებისა და გამწვანებული ეზოების მოწყობას დაეთმობა, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way