USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონში N125 საბავშვო ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა
თარიღი:  557

თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად ჩუღურეთის რაიონში, N125 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა.

საბავშვო ბაღს, ახალი ინფრასტრუქტურით, 150-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შეუძლია.

„ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობა იყო 2018 წლამდე ამ ბაგა-ბაღში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდათ პატარებს ყოფნა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოგვეხდინა, დღეს კი ხედავთ, როგორი თანამედროვე, ახალი ბაღია აშენებული, სადაც დაცულია ყველანაირი სტანდარტი. დღეის მდგომარეობით, აქ 150-მდე ბავშვია რეგისტრირებული, თუმცა ბაღს აქვს რესურსი, უფრო მეტი პატარა მიიღოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, გვინდა, რომ თბილისში ყველა საბავშვო ბაღი იყოს ამ სტანდარტის. ზოგადად, ყველა მშენებლობაში, რომელიც დაწყებული აქვს მუნიციპალიტეტს, აღნიშნული სტანდარტი გათვალისწინებულია. გვინდა, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები განათლებას ასეთი ინფრასტრუქტურის პირობებში იღებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე N125 საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელდა მისი დემონტაჟი, მის ნაცვლად კი აშენდა ახალი, თანამედროვე დიზაინის, 5-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სისტემებით; ტერიტორიული სიმცირის გათვალისწინებით, საბავშვო ბაღის ეზო შენობის სახურავზე მოეწყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ღია სივრცეში მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობებისათვის.

დასრულებული პროექტი ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის