USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
კახა კალაძემ აშშ-ის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
Date:  437

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა წარმატებები უსურვა აშშ-ის ახალ ელჩს აღნიშნულ თანამდებობაზე და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

 თავის მხრივ, ელჩმა დანიგანმა თბილისის მერს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

 შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო მომავალი წლის არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობასაც.

 „ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისა და ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, ასევე ევროინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალაქის მერს იმ საქმიანობისთვის, რასაც მუნიციპალიტეტი ეწევა ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა გზების მოწესრიგება. ჩემი სურვილია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ქალაქებს შორის“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

 თბილისის მერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

 „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია თითოეული ის სიტყვა, რომელიც აშშ-ის ელჩმა წარმოთქვა. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ვფიქრობ, სწორედ ასეთი მეგობრული და ღია ურთიერთობები უნდა იყოს, რაზეც თქვენ საუბრობთ. მზად ვართ მეგობრობისთვის. მადლობას გიხდით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. სასიხარულო იყო ის პოზიტიური შეფასება, რომელიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი მხარდაჭერილი იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იყო გარკვეული რეფორმების განხორციელებაზე. მთელი გუნდი მზადაა აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის ამ გზაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გასაღრმავებლად ინტენსიურად იმუშაონ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way