USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
კახა კალაძე ზელენსკის - მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა
თარიღი:  705

მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს.

„გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ. ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხი, კახა კალაძემ განმარტა, რომ „გადაწყვეტილებებს ემოციებით არ იღებენ“.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გაგაკეთებთ, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ცრუ კამპანია ააგორეს, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის კლინიკაში. ის პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფება. იცით, რა კამპანია იყო წამოწყებული, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუ რეალურად მართლა რამე აქვს, იმკურნალოს. არანაირი პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი მთელი ამ ხნის და თვეების განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ერთი მიზანი იყო, როგორმე მომხდარიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლება ზუსტად იმ მოტივით, რომ ფიზიკურად არის სუსტად, არის მძიმე მდგომარეობაში, აქვს დაავადებები. საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. გამოდიოდნენ და იმასაც გვაბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების მიერ მოწამლული იყო. ექიმები, პოლიტიკოსები გამოდიოდნენ, უცხო ქვეყნებიდან, თუკი რაიმე ორგანიზაცია იყო, ყველა შეაწუხეს და ყველა ალაპარაკეს. გამოვიდნენ ახლა ეს ადამიანები, კეთილი ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ცრუ კამპანიისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის