„ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონისა და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის!“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას პროექტის განხორციელებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხბურთო ცენტრი ხელს შეუწყობს მომავალი სპორტსმენების აღზრდას.
“მიხარია, რომ გლდანში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა -გაიხსნა ახალი საფეხბურთო ცენტრი. მადლობას ვუხდი ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. დედაქალაქში ასეთი სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა, რომელიც ქართველებს თანდაყოლილი გვაქვს, გამოავლინოს და განავითაროს. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მართალია, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა აუცილებელია.
ბოლო პერიოდში გლდანში არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და მომდევნო წლებში კიდევ მეტი გაკეთდება. მხედველობაში მაქვს სტადიონები, სკვერები, პარკები, საგზაო ინფრასტრუქტურა. ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონის და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერმა, ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.