USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კახა კალაძე: ყოფილი ფოსტის შენობამ, რომელსაც არსებობის 100-წლიანი ისტორია აქვს, ახალი სიცოცხლე შეიძინა
თარიღი:  1082

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე Radisson RED-მა აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასტუმრო გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავერცელებს.

მათივე ცნობით, სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად გახსნა.

საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში მსგავსი მსხვილი ინვესტიციების მნიშვნელობას.

„ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. ზუსტად მშვიდობას მოაქვს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები, მშვიდობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, Radisson RED Tbilisi უკვე ასამდე დასაქმებულს ითვლის.

„ეს იყო ფოსტის შენობა, რომელიც დღეს უკვე წარმოდგენილია ულამაზესი პროექტით. მიხარია, რომ ეს უმაღლესი კლასის სასტუმრო შეემატა ქალაქს, სადაც ასზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. მინდა წარმატება, მშვიდობა და რა თქმა უნდა, ბევრი სტუმარი გისურვოთ, რომ კიდევ ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდეს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლებში ბევრი სასტუმრო, ჰოსტელი და კვების ობიექტი შეემატა ქალაქს, რაც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ყოფილი ფოსტის საუკუნოვან შენობაში განთავსებული სასტუმრო თბილისის კულტურულ თავისებურებებს და ისტორიას თანამედროვე დიზაინით წარმოადგენს.

4-სართულიანი სასტუმრო მოიცავს 111 ნომერს და სხვადასხვა ტიპის სივრცეებს. პროექტის განსახორციელებლად 28 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის