USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა კალაძე: ვგეგმავთ თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას და დეტალური დიზაინის შემუშავებას
თარიღი:  433

აზიის განვითარების ბანკის (ADB) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით, ვგეგმავთ თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას და დეტალური დიზაინის შემუშავებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით მეტროს განახლებისთვის „აზიის განვითარების ბანკისგან“ დაახლოებით 20 მლნ დოლარია გამოყოფილი.

„ADB-ის (ეი დი ბის) სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება. საქართველოში ჩამოდის კომპანიის გუნდის ხელმძღვანელი, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. ამის შემდეგ, ზემოაღნიშნული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში, კომპანია შეისწავლის 12 მეტროსადგურის გამტარუნარიანობას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წვდომადობას, მისი გაუმჯობესების მიზნით.

როგორც რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მეტროს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ ასევე მივიღეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა (სესხი) და ვფიქრობ, ამ ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით დედაქალაქს ექნება გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის