USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
კახა კალაძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს საიდან შემოდის ფინანსები და ვინ უწყობს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას რევოლუციაზე
თარიღი:  658

როდესაც ახალგაზრდა ცოცხალ ადამიანებს აქვთ მცდელობა დაწვან მოლოტოვის კოქტეილით, კონკრეტული ტელევიზიები და პარტიები ცდილობენ ამის გმირად გასაღებას, რაც არის ძალიან მძიმე ფაქტი და დიდი უბედურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელია ის ძალადობა, რაც ხდება ოპოზიციის მხრიდანაც. როდესაც ახალგაზრდა ცოცხალ ადამიანებს აქვთ მცდელობა დაწვან მოლოტოვის კოქტეილით, კონკრეტული ტელევიზიები და პარტიები ცდილობენ ამის გმირად გასაღებას, რაც არის ძალიან მძიმე ფაქტი და დიდი უბედურება. შემდეგ, როდესაც სხვა ტიპის ძალადობა ხდება, ესეც ძალიან ცუდია. ამიტომ როდესაც ერთი კონკრეტული მცდელობაა იმ პოლიტიკურმა პარტიებმა და ტელევიზიებმა კეთილი უნდა ინებონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, თუ გვინდა ქვეყანაში იყოს სამართლიანობა.

როგორ უნდა მომწონდეს ძალადობა.

ჯაფარიძე, ოპოზიციური სპექტრი, ვინც მხარს უჭერს მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს, აქვთ მცდელობა, რომ ეს ადამიანი გამოიყვანონ გმირად. ეს ძალიან ცუდი და დამაზიანებელია. ეს არის ბოროტების პირდაპირი წახალისებაა. ეს არის ძალიან მძიმე და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და ხელი შევუშალოთ ამას. ასევე ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება ხდება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს საიდან შემოდის ეს ფინანსები. ვინ უწყობს ხელს ასეთ ფაქტებს, იგივე ახალგაზრდების რეკრუტირებას რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო“,- განაცხადა კალაძემ.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის