„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მსჯელობა იქნება. როგორც კალაძე განმარტავს, აღნიშნული საკითხი მმართველი პარტიისთვის არის მსჯელობის საგანი და ამის შესახებ ცნობილი გახდება.
„ამაზე მსჯელობა იქნება და როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება, მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ეკონომიკური, პერსონალური და ა.შ. სანქციები ამოქმედდა. ამ ქვეყნების რიგებშია: ამერიკა, ბრიტანეთი, კანადა, იაპონია და ა.შ. ამასთან, რუსეთს სანქციებს ევროკავშირიც უწესებს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.