USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
კახა კალაძე: როდესაც დიდ დიღომში შენდებოდა ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი, მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ მოწყობილიყო რეკრეაციული სივრცე, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია
თარიღი:  440

როდესაც დიდ დიღომში შენდებოდა ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი, მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ მოწყობილიყო რეკრეაციული სივრცე, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 1 462 054 ლარი დაიხარჯა.

„საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ 5000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოაწყო. ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა. დაირგო 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, 3450 კვ. მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა საპარკე ინვენტარი, გარე- განათების ქსელი და სარწყავი სისტემა; დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე ველო-პარკინგი.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 1 462 054 ლარი დაიხარჯა.

როდესაც აქ შენდებოდა ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრი, მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ მოწყობილიყო რეკრეაციული სივრცე და რასაკვირველია, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საბურთალოს რაიონის გამგეობის თითოეულ თანამშრომელს და გამგებელს - გიზო ვასაძეს“, - განაცხადა კალაძემ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის