USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
კახა კალაძე: გახარიას განცხადებებზე რა გითხრათ, ალბათ მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახოს
Date:  

რეალურად ვიცით, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია და მათთან თანამშრომლობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებები არის სპეკულაცია, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

„არ ვიცი რამდენად სწორი იქნება კომენტარის გაკეთება იმაზე, გახარია რამდენჯერაც გამოვა და რაღაცას იტყვის. ალბათ მისი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია. რეალურად ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია, მათთან თანამშრომლობს. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც ის, რომ რეგიონებში კონკრეტული კოალიციები აქვს შექმნილი. ასე რომ, დღეს გახარია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთია და შეიძლება მათ შორის განსხვავება ვერ იპოვოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way