USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
კახა კალაძე: ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის ცვლილებები განხორციელდება
თარიღი:  387

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, აუცილებელი გახდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის კორექტირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე.

„მეტროსადგურ „ავლაბრის“ გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებისას გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის მდგრადობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობა. აღნიშნული პროექტები რამდენიმე ათეული წლის წინ განხორციელდა და მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. მგზავრთა უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობის დადგენისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, არაერთი კვლევა და ექსპერტიზა ჩატარდა. პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოების წარმოება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სადგურის ფუნქციონირების შეფერხების გარეშე ჩატარდება.

„მესმის, რომ გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს ასეთი პროექტების გახორციელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენთვის თითოეულ დეტალს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ეს არის სადგურები, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაადგილდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს უსაფრთხო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადგურები სამუშაოების დროს არ დაგვიხურავს, ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ისევე, როგორც ვარკეთილში, აქაც სამუშაოები სადგურის გაჩერების გარეშე შესრულდება. ვცდილობთ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ღამის საათებში ჩატარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის