USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კახა კალაძე: 150-ზე მეტ საჯარო საბავშვო ბაღში სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა
თარიღი:  470

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში საჯარო საბავშვო ბაღებში განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საჯარო საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.

„როგორც მოგეხსენებათ, აღსაზრდელთა უსაფრთხოება, მათი მაღალი ხარისხის კვებით უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის. ყველა საბავშვო ბაღში გვაქვს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი, შესაბამისი კალორაჟის, ჯანსაღი, უფასო კვება. ამ კუთხით, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე

ზაფხულის არდადეგების პერიოდში 150-ზე მეტ საჯარო საბავშვო ბაღში სამზარეულოს ბლოკებსა და სანიტარიულ ჰიგიენურ წერტილებში ჩავატარეთ სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები;
აღვჭურვეთ საბავშვო ბაღები თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკით და ინვენტარით;
განხორციელდა პერსონალის გადამზადება და სერტიფიცირება;
თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაღში დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა ჰასპი (HACCP).

ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ, გადავდივართ უსაფრთხოების უფრო მაღალ, საერთაშორისო სტანდარტებზე. HACCP-ჰასპი გახლავთ საფრთხის ანალიზის და კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემა, რომელიც საიმედოდ იცავს კვების უსაფრთხოებას საკვების მომზადებისა და მიწოდების ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური საფრთხეებისგან, მათი წარმოქმნის პრევენციას და აღმოფხვრას საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციების შესაბამისად. სისტემას აღიარებს როგორც აშშ და ევროკავშირი, ასევე ჩვენი შიდა, ეროვნული კანონმდებლობა. პროექტის განხორციელებისთვის ჩატარებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 5 მლნ ლარზე მეტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, ამასთან ერთად, ვაგრძელებთ ახალი ბაღების მშენებლობას, ახალი სასწავლო წლისთვის 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და გაიხსნა:
N130 საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში
N125 საბავშვო ბაღი ჩუღურეთის რაიონში
N108 საბავშვო ბაღი კრწანისის რაიონში.

გარდა ამისა, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ეს ბაღებიც ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში.

ახალი ბაღების მშენებლობა ემსახურება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ამ მიმართულებით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის