USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა კალაძე - ზღვისუბანში საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა
თარიღი:  698

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„რეკრეაციული პროექტები ჩვენი ქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის შესახებ. ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 40 მილიონი ლარია. გულწრფელად გეტყვით, როდესაც პირველად აღნიშნული სივრცის სანახავად მივედით, დაგვხვდა უმძიმესი მდგომარეობა, იყო ჭაობი, ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი.

პირველ რიგში, რაც გაკეთდა, იყო 250 000 კუბამდე დაჭაობებული მიწის მოჭრა და გატანა, აღნიშნული არეალი კი ნოყიერი მიწით შეივსო. დღეს უკვე ტერიტორია გვაქვს მოწესრიგებული, განათებული, ყოველგვარი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, გამწვანებული რეკრეაციული სივრცე, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სკეიტ პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები.

„გარდა ამისა, მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ არსებულ სხვადასხვა მიკრორაიონს ერთმანეთთან აკავშირებს. პარკის ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად, რომელსაც საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და დაირგო 75 000 სხვადასხვა სახეობის ნერგი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნის ღონისძიება 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე იგეგმება, საღამოს მუსიკალურად ჯგუფი „მგზავრები“ გააფორმებს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის