USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა კალაძე - პარასკევს გავმართავთ პრეზენტაციას, თუ როგორ შეიცვლება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა
თარიღი:  925

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი მარშრუტი დგინდება, იმისთვის, რომ არ მოხდეს მარშრუტების დუბლირება და ავტობუსის, მიკროავტობუსისა და მეტროს გადაადგილება ერთმანეთთან თანხვედრაში მოდიოდეს. დედაქალაქის მერის განმარტებით, ის თუ როგორ შეიცვლება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საზოგადოებას დეტალურად პარასკევს წარედგინება.

„ჩვენ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით, მნიშვნელოვანი ქალაქისთვის, იმისთვის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ ქალაქში გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს განპირობებულია ახალი ავტობუსების შემოყვანით, ახალი მიკროავტობუსების ყიდვით, ასევე, მთლიანად ვაკეთებთ ახალი მარშრუტების დადგენასაც იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც დუბლირება ხდება მიკროავტობუსის, ავტობუსის მეტროსთან მიმართებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დარეგულირებული და მოწესრიგებული იქნება და პარასკევს გვინდა, თბილისის მოსახლეობას გავუკეთოთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები. გვექნება სრული პრეზენტაცია, რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ავტობუსი მიკროავტობუსთან უნდა მოდიოდეს თანხვედრაში, ასევე მეტროსთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის