USD 2.6807
EUR 3.1782
RUB 3.4683
თბილისი
კახა კალაძე - მონობა არავის მიმართ არ ვარგა, არც რუსების, არც ევროპელების და არც ამერიკელების, ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს არის „ნაციონალური მოძრაობა“
თარიღი:  483

 

საქართველოში რუსული პროპაგანდის გამტარებელი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები არიან- განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებტან საუბრის დროს

ის არ დაეთანხმა კონკრეტული მედიასაშუალების ჟურნალისტის შეფასებას, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ.

„ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს, თქვენ ხართ და თქვენი პოლიტიკური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ქვეყნის 20% რუსებს ჩააბარა. სამარცხვინო იყო, როგორ გარბოდნენ ისინი წითელ ხიდზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დაღუპული ჯარისკაცები მიატოვეთ და გამოიქეცით, შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი“, - განაცხადა კალა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას მიჰყვება და რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო ამ ყველაფერში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, სუვერენიტეტი. როდესაც მოწოდებებია სანქციებთან მიერთებაზე, ომში ჩართვაზე, თქვენ მოიძიეთ, ამასთან დაკავშირებებით უამრავი განცხადებებია. დღესაც ეს მოწოდებები გრძელდება, შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახოთ ამ განცხადებებს ვინ აკეთებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია გვინდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი. შეიძლება თქვენ გაქვთ სურვილი ცალ ფეხზე იდგეთ, ეს თქვენი ნებაა, თქვენ შეგიძლიათ ასე იმოქმედოთ, მაგრამ მე და დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ამაყად ევროპაში გვინდა ვიაროთ. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ალტერნატივა არ აქვს.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუს, თქვენ იცით, რომ 12 პუნქტიანი გეგმაა წარმოდგენილი, თუმცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ ამის საპირწონე, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია იკვებოს და მას არანაირი პრობლემა არ ექნება. ჩვენ 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებას მივყვებით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და დიდი ნაწილი შესრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერში არ მონაწილეობს, თავიდანვე ამის ილუზია არც მქონდა, რომ ისინი ამ ყველაფერში ჩაერთვებოდნენ, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი და ამ ყველაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის, ქვეყანას აქამდე ეს სტატუსი უნდა მიეღო. იმ ქვეყნებს შორის, ვინც რეალურად იმსახურებდა გაკეთებული საქმეებით და გადადგმული ნაბიჯებით კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველო იყო“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „მონობა არავის მიმართ არ ვარგა, არც რუსების, არც ევროპელების და არც ამერიკელების მიმართ“.

„შენ უნდა იყო, შენი ქვეყნის და შენი ხალხის ინტერესების გამტარებელი. შენი ქვეყნის ინტერესი უნდა გაატარო. ვიღაცა შეიძლება ამაყობს იმით, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტია, ამაზე საუბარი იყო, გამოდიოდნენ და პირდაპირ საუბრობდნენ ამაზე, შეიძლება საამაყო იყოსო, რომელიღაცა ქვეყნის აგენტობა. ჩემთვის ეს მიუღებელია, მე უნდა ვიყო ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის აგენტი, ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესები უნდა გავატარო. ამიტომ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ გვეუბნებიან ევროპა, ჩემზე უკეთესად არ მგონია იცოდეს რა არის ევროპა, რა არის ევროპული ღირებულებები. ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში მაქვს გატარებული, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ვიცი, რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. როდესაც შენ ( მაგალითისთვის მომყავს) გეუბნებიან სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 პუნქტიანი გეგმა, - კი ბატონო. შეიძლება არ ეთანხმებოდე, რომ სტატუსი არ მომეცი, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა მართლა იმსახურებდა სტატუსის მიღებას. საჭიროა ეს 12 პუნქტი, მოვდივარ, მოგყვები და ვაკეთებ, მაგრამ ვიღაც კონკრეტული ევროპარლამენტარები გამოდიან და ამ სტატუსს საპირწონედ კრიმინალის გათავისუფლებისთვის იყენებენ. ეს ნორმალურია? მგონია, რომ ჩვენ ევროინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ ამაყებმა, თავაწეულებმა, ვისაც აქვს იმის სურვილი ცალ ფეხზე იდგეს და გააგრძელოს დამოკიდებულება და მონობა, ეს მათი გადასაწყვეტია.

და რატომ არ უნდა ვიარო ევროპაში?! რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვიაროთ. ჩვენ არა ცალ ფეხზე, არა მონებად, არამედ თავაწეულებმა ჩვენი ღირსებით უნდა ვიაროთ, ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ჰქვია და უამრავი წარმატებული ადამიანია საქართველოდან, რომელიც დღეს ევროპაში მოღვაწეობს. კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა, თავაწეულმა, ღირსებით უნდა იაროს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი წარსულში ჩარჩენილები არიან.

„არ მინდა, რაღაც პარტიულ დისკუსიებში შევიდე, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ცხადია, მათ აქვთ დაპირისპირება.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს და ლევან ხაბეიშვილს, ეს ადამიანები წარსულში ჩარჩენილები არიან და 2003 წლის იდეოლოგიით, იდეებით აქვთ სურვილი, ქვეყანაში რაღაც შეცვალონ, მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა. შეიძლება, ვიღაცებს ამისი სურვილი აქვთ, რაღაცებს წვალობენ, აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დავით კაჭარავას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხებოდა და განაცხადა, რომ კაჭარავა ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია.

„დავით კაჭარავა იყო წარმატებული სპორტსმენი, არის ღირსეული ადამიანი და მე ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დავით კაჭარავა, მეტი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს, მეტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ლანძღავდით, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდით, მეტი შოთა არველაძე, მეტი ლევან კობიაშვილი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსოფლიო
ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” პირველი სხდომა 19 თებერვალს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატები “მშვიდობის საბჭოს” პირველი ოფიციალური სამიტისთვის ემზადება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ სხდომას ვაშინგტონში მდებარე, ტრამპისვე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.

არსებული ინფორმაციით, მას წევრი ქვეყნების უდიდესი ნაწილი, 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. მათ შორის იქნებიან საუდის არაბეთის, თურქეთის, ეგვიპტის, კატარისა და ინდონეზიის წარმომადგენლები. ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველები.

როგორც ირკვევა, პირველ სამიტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას რეკონსტრუქციისთვის ფონდის შექმნას დააანონსებს და გამოაცხადებს, თუ როგორ დაკომპლექტდება ის “საერთაშორისო სტაბილიზაციის სამხედრო ძალა”, რომელიც ღაზას სექტორის საზღვარზე განლაგდება და უზრუნველყოფს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო მოქმედებები აღარ განახლდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სამშვიდობოებს გაგზავნიან სახელმწიფოები, თუმცა ცნობილია, რომ ინდონეზიის კონტრიბუცია ამ მხრივ 8,000 ჯარისკაცი იქნება. რაც შეეხება ფინანსებს, პრეზიდენტი ტრამპი მოელის, რომ ღაზას სექტორის ხელახლა აღდგენისთვის წევრი სახელმწიფოებისაგან მილიარდობით დოლარს მოიზიდავს. შეგახსენებთ, “მშვიდობის საბჭოს” წევრობის საწევროს გადასახადი ერთ ქვეყანაზე $1 მილიარდია, თუმცა განსაზღვრული არ არის, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს ერთიანად, თუ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ შტატების ლიდერი კოლეგებს ფონდში პირველადი ფინანსური კონტრიბუციის შეტანას სწორედ $1-მილიარდიანი ვალდებულების ფარგლებში სთხოვს.

რაც შეეხება ჰამასს, რომლის განიარაღებისა და ძალაუფლების ჩამორთმევის გარეშეც “მშვიდობის საბჭო” ღაზას სექტორის რეკონსტრუქციასა და ახალი ადმინისტრაციის სრულფასოვან მმართველობას ვერ უზრუნველჰყოფს, არსებული ინფორმაციით, მის ტერორისტებს საშუალება ექნებათ, სამშვიდობო ძალებს საკუთარი ნებით ჩააბარონ იარაღი და როგორც პალესტინის მშვიდობიანმა მცხოვრებლებმა, ისე განაგრძონ ცხოვრება. მათთვის, ვისაც ასეთ რეალობაში დარჩენა არ ენდომება, “მშვიდობის საბჭო” პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით ღაზას სექტორიდან გასვლაში დაეხმარება. შეგახსენებთ, ამჟამად ჰამასის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ ახალ ღაზაში დარჩენა და ჯარისკაცების საპოლიციო ძალებში გაწევრიანება სურთ, რათა იმ ბრძოლამ, რაც წლების განმავლობაში სექტორის დაცვისთვის გასწიეს, უკვალოდ არ ჩაიაროს. თუმცა როგორც ტრამპის ადმინისტრაცია, ისე ისრაელი ამ ფორმით ჰამასის ღაზაში დარჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. სავარაუდოა, რომ შუამავალი სახელმწიფოები, რომლებიც “მშვიდობის საბჭოშიც” არიან წარმოდგენილი, 19 თებერვალს ამ საკითხზე აქტიურად იმსჯელებენ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის