USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
კახა კალაძე - ხე-მცენარეების უკანონო ჭრებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება - ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზრდება
Date:  825

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების უკანონო მოჭრის და დაზიანების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, უკანონო ჭრებისთვის - ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, აიკრძალება მშენებლობის დაწყება იმ ადგილზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, ასევე მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა დაეკისრება ნებართვის მფლობელს. როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული რეგულაციების დროულად უზრუნველსაყოფად გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს საკანონმდებლო პროექტის წარდგენა საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე დაევალება.

„ყველამ ძალიან კარგად იცით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში და რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს ქალაქის მთავრობას მსგავსი მწვანე სივრცეების არსებობას, რეაბილიტაციას, განახლებას და ჩანაცვლებას. გვაქვს სერიოზული პრობლემები, მიმდინარეობს სანიტარული ჭრები და აღნიშნული სკვერები თუ პარკები როგორც თბილისელების, ასევე ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილად იქცა. გვაქვს გარკვეული პრობლემები გამწვანებასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად ფიქსირდება უნებართვო ჭრები, მიზანმიმართული ხეების დაზიანება, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. გვინდა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები, მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით მოვახერხებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას.

შემოთავაზებული ცვლილებით გამკაცრდება კანონმდებლობა უკანონო ჭრებისთვის - გაიზრდება ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზრდება. ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ვერ დგინდება მოჭრილი ხის სახეობა, გათვალისწინებული იყო მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა, წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5000 ლარი, ასევე გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები.

იმ ადგილზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა დაეკისრება ნებართვის მფლობელს. გვაქვს შემთხვევები, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ხდება ნარგავების მოჭრა, წინასწარ ჭრიან, აფუჭებენ ხემცენარეს და შემდეგ ითხოვენ ნებართვის მიღებას. რა თქმა უნდა, არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა, სადაც წინასწარ იქნება დაზიანებული ან მოჭრილი ხე-მცენარეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, კანონმდებლობის გამკაცრება შეეხება საექსპერტო დასკვნებსაც და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტი ჯანსაღ ხე-მცენარეზე არასწორ დასკვნას წარადგენს, თავდაპირველად დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში საქმიანობა შეუჩერდება.

„აქვე უნდა აღინიშნოს ძალიან ცუდი მდგომარეობა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით, სრული კატასტროფა ხდება ამ მიმართულებით. აქაც გამკაცრდება კანონმდებლობა, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას და ჯანსაღ ხე-მცენარეებზე დაიწერება დასკვნა, თითქოს არის მოსაჭრელი ან ცუდ მდგომარეობაში, დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში შეუჩერდება საქმიანობა და ვერასდროს დაუბრუნდება ამ საქმიანობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way