USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კალაძე - გამოვხატავთ მზაობას, დავეხმაროთ ყაზბეგის N32-ის მოსახლეობას კორპუსის გამაგრებაში ან ჩანაცვლებაში
თარიღი:  654

ყაზბეგის ქუჩაზე მშენებლობა კანონიერია, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ყაზბეგის N32-ის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია მზადაა, მოსახლეობას ავარიული კორპუსის გამაგრებაში ან სრულად ჩანაცვლებაში დაეხმაროს.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. მე ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ კორპუსის გამაგრებაში. თუ ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მეორე პროექტი განვახორციელოთ - ეს არის კორპუსის ჩანაცვლება, ძველის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილის ძმას.

„არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ მშენებლობასთან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძმას. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ყველაფერია კანონიერი. ვინმეს რამე არ მოეწონება და გამოძალვის მიზნით დააშანტაჟებს სამშენებლო კომპანიას, ეს მიდგომები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არსებობს ქალაქგეგმარება, არსებობს გენერალური გეგმა, ქალაქში არსებობს ზონები, არსებობს პარამეტრები, რითაც უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და მშენებლობა. ვინმეს რამეს თუ არ მოსწონს, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დილიდან თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 32 ნომერში ვითარება დაძაბული იყო. ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო, რა დროსაც ერთი ადგილობრივი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა პროტესტის რეჟიმშია. ისინი ამბობენ, რომ  მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის, ამიტომ მშენებელი კომპანიისგან, "სქაი რეზიდენსისგან" სპეციალურ დასკვნას ითხოვენ.  კომპანიას კი ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მაინც შეჰყავს.

დღეს ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მობილიზებულია პოლიცია. ხალხი კი ამბობს, რომ კომპანიამ დღეს ადგილზე "დაქირავებული მოჭიდავეები" მიიყვანა.

ტერიტორიაზე თავდაპირველი პროექტით, 5-სართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო, ის ივანიშვილის ძმას ეკუთვნოდა და ადგილზე შესაბამისი ბანერიც იყო გაკრული. ამის შემდეგ, ადგილზე სამუშაოები დაიწყო კომპანია "საქი რეზიდენსმა", რომელიც 10-სართულიან შენობას აშენებს.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის