USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
კახა კალაძე - ჩვენ ჩავატარეთ ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმეზე და ქალაქზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია
თარიღი:  937

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კახა კალაძემ ბიზნესმენებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წელი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.

„იმ პროექტებსა და რეფორმებს, რომლებიც 2017 წელს დავიწყეთ, ვერავინ შეაფერხებს. ვერავინ შეაფერხებს ასევე, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია, რომელიც იყო ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმეზე და ქალაქზე ორიენტირებული, სადაც ვსაუბრობდით კონკრეტულ გეგმებსა და პროექტებზე რაიონების, ქუჩების მიხედვით. სამწუხაროდ, მეორე მხრიდან იყო აგრესია და დღესაც გრძელდება, ასევე, ძალადობა და ცილისწამება. თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიკადრებთ და მათ იგივე ბოროტებით არ დავუპირისპირდებით. ნამდვილად არ დავეშვებით იქამდე, სადაც ისინი იმყოფებიან. პირიქით, მგონია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით უნდა ვეცადოთ, რომ ეს ადამიანები ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც იმყოფებიან“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ გამარჯვებას 30 ოქტომბერს ბოლომდე მიიყვანს.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვება. ჩვენ არჩევნების პირველ ტურში მოვიგეთ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო. მეორე ტური გაიმართება 20 რაიონში და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერითა და თანადგომით, აქაც მივაღწევთ გამარჯვებას. ყველანი აქ ვცხოვრობთ და კარგად ხედავთ, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში - განახლდა ავტობუსების პარკი; მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა; რეაბილიტირდა და განახლდა ბაღები, სკვერები და გზაგამყოფები; სხვადასხვა პროექტის განხორციელებით, თბილისში შემოვიდა საპარკე კულტურა; აშენდა საბავშვო ბაღები და განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის გადაჭრაში სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე გააკეთა აქცენტი.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნით ქვეყანაში დოვლათს. ამ რთულ, პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი გვერდით დაუდგეს ბიზნესს. ჩვენ განვახორციელეთ არაერთი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისს განვითარების უზარმაზარი რესურსი გააჩნია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის