USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი და მას არანაირი შეხება არა აქვს დეოლიგარქიზაციასთან
თარიღი:  779

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან - ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ გამიჯნა ბიძინა ივანიშვილის სახელი დეოლიგარქიზაციის პროცესისგან. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს და მის სახელს არაერთი პროექტი უკავშირდება.

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში. მას უკავშირდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-განახლება. წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის