USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა კალაძე - ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი 24 მეტრიანი იქნება (ვიდეო)
თარიღი:  763

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი შემოდგომაზე დასრულდება. ამჟამად მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ხოლო დანარჩენი კედლების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ბაგების დასახლების მხარეს, გზაგამტარის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. გარდა ამისა, ეწყობა ხიდის ბურჯები და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების გადატანის სამუშაოები.
 
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ნოემბრის ბოლოსთვის დასრულებული იქნება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 24-მეტრიანი, ორი, ორზოლიანი საავტომობილო გზა და იქნება შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც უწევთ თამარაშვილის ქუჩის გამოყენება გადაადგილებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების გადატანა. ამჟამად „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, შემდეგ „თბილისი ენერჯი“ დაიწყებს მუშაობას. ასევე, დაგეგმილი გვაქვს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით. ამ პროექტს ძალიან მალე დავიწყებთ. რაც შეეხება ხიდს, მისი ყველაზე მაღალი ბურჯი დაახლოებით 40 მეტრის სიმაღლისაა. ამ მასშტაბის სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ ჩატარებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ასევე ეწყობა უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკის სავენტილაციო შახტი და საქვაბე. რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, ამ დროისთვის, გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის