USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
კახა კალაძე - არავის გამოუვა ის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა შემოიტანოს და ხელისუფლება ბინძური მეთოდებით დაამხოს, არავის გამოუვა!
თარიღი:  665

მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული - დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მოსახლეობას, იგივე თუნდაც მანიფესტანტების ინტერესს და მათ უსაფრთხოებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა საჭირო იმიტომ გახდა, რომ „კარვებში, იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების შეტანა იგეგმება“.

„რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ახსნა- განმარტებები გაკეთდა, თუ რატომ ხდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გამოუვა ის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა შემოიტანოს და ხელისუფლება ბინძური მეთოდებით დაამხოს. არავის გამოუვა! სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენ დავიცავთ მოსახლეობას. იგივე თუნდაც მანიფესტანტების ინტერესს, მათ უსაფრთხოებას, ყველაფერი დაცული იქნება. რატომ კეთდება აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილები იცით, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული.

დაჩქარებული წესით განხილვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ რადიკალური ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან, ვინც გადატრიალებას, არეულობას თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით გეგმავს, არეულობები და მიზნობრივი პროვოკაციები იგეგმება. ასევე იგეგმება, კონკრეტულად კარვებში, იქნება ეს იარაღისა თუ ასაფეთქებელი მასალების შეტანა. მაგრამ არავის არაფერი არ გამოგივათ, ქვეყანაში მშვიდობა იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის