USD 2.6249
EUR 3.0239
RUB 3.2852
თბილისი
კახა კალაძე - ამ დღეებში მიმდინარეობდა მიზანმიმართული შეტევა პრემიერზე
თარიღი:  681

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პირადად მას და ასევე მის თანაგუნდელებსაც არაერთხელ მოუწიათ განცხადების გაკეთება იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის „ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა“.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული დეზინფორმაცია, შეტევა პრემიერ-მინისტრზე, მის ოჯახზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი იცით და აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ოპოზიციამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროპაგანდა გქონდათ იმისა, რომ თითქოს ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა და მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეგეყვანათ მიუხედავად იმისა, რომ მეც ბევრჯერ მომიწია განცხადების გაკეთება, ჩემს თანაგუნდელებსაც, რომ აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. დღეს, ნახეთ, როგორი სიტუაცია გაქვთ - უკვე მიიღეთ ინფორმაცია და კონკრეტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდით, დღეს პროპაგანდის უკვე ახალი ფურცელი დაიწყეთ“, - განაცხადა კალაძემ.

მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ საიდან ჰქონდა პრემიერ-მინისტრის პენსიონერ მამას იმ ოდენობის თანხა, რომ მისი შვილის ჩარტერული რესი დაეფინანსებინა.

„შეიძლება ჩემი მხრიდან დეტალებში შესვლა უხერხული იყოს. თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულება ყოველი წლის ბოლოს წარმოვადგინოთ ჩვენი დეკლარაცია და დაელოდეთ დეკლარაციას, ყველაფერი გაწერილი და მითითებული იქნება. რა პარალელი მინდა გავავლო? ნახეთ, როგორ ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ. სულ რამდენიმე კვირის წინ, აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც ვიყავით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ ჩემი შვილები შოვში. ეს პროპაგანდა გქონდათ თქვენ და ეს ყველაფერი, როგორ დაგიბრუნდათ გახსოვთ. როგორ დალაგდით ყველა, ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული - როგორ და ვის მოუვიდა აზრად კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო. იმიტომ, რომ თქვენ თვითონ ჩავარდით მძიმე მდგომარეობაში იმიტომ, რომ ნახეთ, როგორი იყო ხალხის აგრესია თქვენ მიმართ, სიბინძურეები, რომელიც თქვენ იკადრეთ და გააკეთეთ. არ იფიქროთ, რომ კონკრეტულად რომელიმე თქვენგანზე ვამბობ, ზოგად მიმართულებაზე ვსაუბრობ. ამიტომ, არ შეიძლება ასეთი მიდგომები და დამოკიდებულებები. ალბათ ამას გარკვეული დრო და წლების დასჭირდება, რომ შეიცვალოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის