USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
კახა კალაძე - ახალი სამუშაო წელი დაიწყო და მნიშვნელოვანია გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ ჩვენი მუშაობის ხარისხი
თარიღი:  529

2020 წელი იყო ძალიან რთული წელი, ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, პანდემიის გამო შარშან მერიას ბევრი პროექტის გადავადება მოუწია და წლევანდელი ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებთ, 2020 წელს განსახორცილებელი პროექტების ნაწილი, რომელსაც ხელი პანდემიამ შეუშალა, 2021 წელს განხორიელდება. 

„ახალი სამუშაო წელი დაიწყო და მნიშვნელოვანია გავაათმაგოთ და გავაასმაგოთ ის, რასაც ვაკეთებდით ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მუშაობის ხარისხი, შესაძლებლობები. 2020 წელი იყო ძალიან რთული წელი ყველანაირი თვალსაზრისით, მსოფლიო იდგა სერიოზული გამოწვევის გარეშე და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ პანდემია და საქართველოც არ არის გამონაკლისი, ვებრძვით კოვიდ-19-ს, უხილავ მტერს. ამ პრობლემის გამო ჩვენ 2020 წელს ბევრი პრობლემა შეგვექმნა და პროექტების გადავადება მოგვიწია. ის, რაზეც 2020 წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ უნდა განხორციელებულიყო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ არსებობდა სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, 2021 წელს ერთიანი ძალისხმევით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის.

ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი იქნება ამ მიმართულებით გამოყოფილი და დაახლოებით, 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. თუმცა, აქ ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს - იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროორიტეტი ეს იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგარი პროექტი განხორციელდა სკვერების, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ეს მომავალშიც გაგრძელდება. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას. სასიხარულოა ის, რომ საპარკო კულტურა შემოვიდა ქალაქში. გვაქვს მეტი მოტივაცია, რომ მეტი ასეთი სივრცე შევქმნათ ქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტს შესრულების ნაწილში, თბილისის მერის ინფორმაციით, 96%-ზე მეტი რაოდენობით შესრულდა.

„440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 500 მილიონზე მეტი უნდა დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ პრობლემები შეგვიქმნა. 320 მილიონი დაიხარჯა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ეს არის ის მიმართულება, სადაც 1 ლარი არ მოგვიკლია იმიტომ, რომ კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ, ძალიან ბევრ შეჭირვებულ ოჯახს ხელი შევუწყვეთ. რა თქმა უნდა, ამით არ ვტრაბახობთ, ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული, ნაკლები გაჭირვებული ოჯახები გვყავდეს, ამისკენ უნდა იყოს მთელი ძალისხმევა მიმართული. ასეთ ადამიანებს გვერდში დავუდგებით და ყველაფრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჰქონდეთ მხარდაჭერა.

რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტს 1 მილიარდ 150 მილიონი იქნება. საუბარი იყო, რომ მილიარდ 100 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად გადაჭარბებით შესრულდა და მილიარდ 150 მილიონი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის