USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
კახა კახაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება
თარიღი:  860

დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა არეულობით და რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში, განწირულია კრახისთვის.

„ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ვფიქრობ, ზოგიერთი პოლიტიკოსი რეალობას აცდენილია. ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ, რა ვითარებაა ქვეყანაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში მოხდება ცივილური გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - დაპირისპირება, არეულობა, სისხლისღვრა და ა.შ. არავის არაფერი გამოუვა. თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის