USD 2.6315
EUR 3.0089
RUB 3.3609
თბილისი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  637

5 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ანდრია წიკლაურისა და ნიკო მარის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 ნოემბერს ღამის 23:00 საათიდან 6 ნოემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, დადიანის, ასკურავას, მიქაუტაძის, საჭილაოს, გომბორის, ლეჩხუმისა და ნაგომარის ქუჩების ნაწილს; ილურიძის მე-2 შესახვევს, დადიანის II მიკრორაიონს, ზიგზაგის, გვაზაურის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის, წიკლაურის, გობრონიძის, სუმბათაშვილი-იუჟინის, მესხიშვილის, კახიანის, ურიდიას, ხევისუბნის, ზვარეთის, იფნის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ღრმაღელის, კნოლევის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, ქავთარაზის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ლალიონის, ვეშაპურის, ლომთათიძის, ჭოპორტის, ქსნის, ჯავის, ჭიჭინაძის, ხიმშიაშვილის, იმერეთის, ცინცაძის, ქვიშხეთის, არბოს, ერწოს, ლიახვის, გუდამაყრის, ზედაზენის, ლიკანის, ნოვოროსისკის, სურგულაძის, ბუაჩიძის, სანზონის კორპუსებს, გაფრინდაშვილის, დეპოს და ცქიტიშვილის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge „, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის