USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
თბილისი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - რომელ ქუჩებს შეეზღუდება წყალმომარაგება 28 მარტს, საღამოს 17:00 საათიდან 29 მარტის დილის 08:00 საათამდე
თარიღი:  524

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ნადირაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 28 მარტს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მათი ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 28 მარტს, საღამოს 17:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 მარტს, საღამოს 17:00 საათიდან 29 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქავთარაძის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის N75, 77, 79, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N72-80, ვაჟას VII კვარტლის N25 კორპუსს, ჟღენტის ქუცა N2ს, თავხელიძის, მარიჯანის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, მალხაზ დოლიძის და საკანდელიძის ქუჩებს, ბაგების ნაწილს, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, წყნეთის გზატკეცილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის