USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი - სოფელ დიღომს 13 ივნისს, დღის 12:00 საათიდან, 14 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
თარიღი:  488
ხვალ, 13 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 13 ივნისს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ
წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების გამო ხვალ, 13 ივნისს, დღის 12:00 საათიდან, 14 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სოფელ დიღომში: მარშალ გელევანის გამზირს, გიორგი ბრწყინვალეს, გოგიაშვილის, ცხაკაიას, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, თოფჩიშვილის, ბარონ დე ბაის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, ჩოლოყაშვილის, ხანცთელის, ფიროსმანის, ჭიაურელის, ანდრონიკაშვილის, ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, რჩეულიშვილის, თოფურიძის, გაბაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბაქრაძის, გოთუას, ლვოვის, ლომონოსოვის, ასათიანის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. კარტოზიას, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს
საბურთალოს რაიონში: ქოშიგორას, ნოზაძის, ხელაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს და კერძო დასახლებებს
დიდუბის რაიონში: აღამაშენბლის ხეივნის და დიღმის მასივის ნაწილს
გლდანის რაიონში: ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერის მეშვეობით - http://www.gwp.ge
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის