USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ჯონ კირბი: ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს, თუმცა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ
дата:  

იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რეაგირების ვარიანტებს განიხილავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა და იქვე ისიც აღნიშნა, რომ ირანთან ომი არ სურთ.

„ჩვენ ირანთან ომი არ გვსურს. რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას არ ვცდილობთ. ცხადია, თავდასხმები გრძელდება. ჩვენ კი ვარიანტების განხილვას გავაგრძელებთ. უზენაესი ლიდერის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რა გვსურს. ჩვენ გვინდა უსაფრთხო და სტაბილური ახლო აღმოსავლეთი და გვსურს, რომ ეს თავდასხმები შეწყდეს. ვფიქრობ, საკმაოდ საღი აზრი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ დაჯგუფებას მხარს უჭერს „კატაიბ ჰეზბოლა“, რომლის უკანაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი დგას, ერაყსა და სირიაში მოქმედებს და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ უამრავი თავდასხმა მოაწყო“, - აღნიშნა კირბიმ

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати