ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.
საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.
საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, - აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 25.7 ათასი დოლარის ღირებულების ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლები და სხვა ორგანოების იმპორტი განახორციელა. 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში შემოტანილი ორგანოების მოცულობა გასული 4 წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკით ორგანოთერაპიისთვის შემოტანილი ამ დასახელების საქონლის მოცულობა იანვარ-მარტში 0.13 ტონა იყო.
რაც შეეხება ორგანოების იმპორტის წლიურ მონაცემებსა და იმ ქვეყნებს, სადაც საქართველო საქონელს ყიდულობს, საქსტატის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს გვქონდა (183 ათასი დოლარი, 0.74 ტონა). აღსანიშნია, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს საქართველოდან 0.23 ტონა ორგანოების შესაძენად 155 ათასი დოლარი გავიდა. გასულ წელს კი 0.44 ტონა იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 89.9 ათასი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის აშშ-ია - 77.9 ათასი დოლარი, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 3.8 ათასი დოლარი, ჰონ-კონგი - 3.3 ათასი დოლარი, გერმანია - 2.1 ათასი დოლარი, ავსტრალია - 0.9 ათასი დოლარით. საიმპორტო ქვეყნებს შორისაა: კანადა, იტალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, ბელგია და შვეიცარია.
წყარო:https://bm.ge/