USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ჯო ბაიდენი: აშშ-ის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება
თარიღი:  711

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ.

„ამერიკის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნას არ აპირებს, ხოლო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერება ნატოს ეგიდის ქვეშ უნდა მოხდეს.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს.

24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის