USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
ჯო ბაიდენი - დროა, დონალდ ტრამპი საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს
თარიღი:  863

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, დროა დონალდ ტრამპი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარ ქმედებებს შეხედოს.
ბაიდენის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ქვეყნის წინაშე არსებულ ურთულეს გამოწვევას ვერ აცნობიერებს.
„ჩვენს ქვეყანაში ისეთი სასტიკი გამოწვევებია, როგორიც არასდროს ყოფილა, დონალდ ტრამპი კი საკუთარ თავს ტაშს უკრავს. ჩემი აზრით, მას წარმოდგენაც არ აქვს, რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში. წარმოდგენა არ აქვს იმ ტკივილის სიღრმეზე, რომელსაც ამდენი ადამიანი განიცდის. დროა, საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის