USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ჯინ შაჰინი: მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ რუსეთთან წინააღმდეგობა დემოკრატიული რეფორმების გამყარებით უნდა გააძლიერონ
თარიღი:  771

რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ რუსეთთან წინააღმდეგობა დემოკრატიული რეფორმების გამყარებით უნდა გააძლიერონ. სენატორის განცხადებით, ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ძლიერი წერტილი შავი ზღვაა.

„რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის